|
2019-09-23 16:00:42, 1785 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებზე აზომვითი სამუშაოები ჩატარდება
საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა შეხვედრის მეორე ეტაპი დაიწყო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის კომისიების ექსპერტები საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ხაზის დარჩენილ მონაკვეთებს დაათვალიერებენ და გეოდეზიურ-აზომვით სამუშაოებს ჩაატარებენ. „2019 წლის 23 სექტემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა შეხვედრის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებში ორი ქვეყნის კომისიების ექსპერტები მოახდენენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ხაზის დარჩენილი მონაკვეთების (მე-15, მე-16, მე-17 (სოფელ ერისიმედის ტერიტორია), მე-18, მე-20, 22-ე და 24-ე მონაკვეთები) დათვალიერებასა და გეოდეზიური აზომვითი სამუშაოების ჩატარებას. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა პირველი შეხვედრა გაიმართა მიმდინარე წლის 19-23 აგვისტოს პერიოდში. ექსპერტების მიერ სამუშაოები დაგეგმილია 27 სექტემბრისთვის, რომლის შემდგომ, ექსპერტთა მუშაობის შედეგები განსახილველად წარედგინება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების მომდევნო სხდომას, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში ახლო მომავალში. კომისიის ჩატარების ზუსტი თარიღი მხარეებს შორის შეთანხმდება დიპლომატიური არხების მეშვეობით“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)