|
2019-09-23 15:49:38, 1519 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ალანია აბორტზე: ჩემი პირადი აზრი ჩემს ცხოვრებაზე აისახა, სამი შვილის დედა ვარ
„ჩემი პირადი აზრი ჩემს ცხოვრებაზე აისახება, სამი შვილის დედა ვარ“, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის შეკითხვას აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. აღნიშნულ თემაზე ალანიამ კანონმდებლობა და ევროპული საქართველოს მაგალითები განიხილა. „ჩვენ ემბრიონს მივიჩნევთ თუ არა სიცოცხლის საწყისად და იცავს თუ არ ამას სიცოცხლის უფლება, გარანტირებული უფლება ადამიანის, ეს ჯერ ქვეყნებს შორის ამაზე არ არის კონსესუსი. არის ქვეყნები სადაც აკრძალულია, მაგრამ იჩენს ისეთი პრობლემები თავს, რომელიც უკავშირდება ქალთა უფლებებს, კერძოდ ქალების უფლებას მათი ჯანმართელობის ან არჩევანის უფლების თვალსაზრისით. ასევე, ამ საკითხს უკავშირდება გაუპატიურების შედეგად იგივე არასრულწლოვანის დაფეხმძიმების ფაქტები როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი ასეთ დროს. ესეც ძალიან სენსიტიურ მიდგომებთან არის კავშირში და ყველაზე მთავარი, სტრასგურგის სასამართლო ამ საქმეს ყოველთვის ქალის სასარგებლოდ წყვეტს“, - აღნიშნა თამარ ალანიამ. შემდეგ კი, მას დეპუტატმა კითხვა გაუმეორა და დაუკონკრეტა, თუ პირადად რას ფიქრობდა აბორტის აკრძავის საკითზე. „ჩემი პირადი აზრი ჩემს ცხოვრებაზე აისახა, სამი შვილის დედა ვარ“, - აღნიშნა ალანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)