|
2015-07-14 10:58:35, 425 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა
გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა, შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელია და ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ამასთან, მან უწყების სახელით კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალოს. „ჩვენი პოზიცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ ნათელი რჩება. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)