|
2019-09-23 13:06:56, 766 ნახვა
საზოგადოება
ღია დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ სახელმწიფო პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა აღნიშნული პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე და იმ სარგებელზე, რომლის მიღებაც პროექტების ბენეფიციარებს შეუძლიათ. სოფლებში გამართულ შეხვედრებზე, მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად, სასმელი წყლის სისტემის და შიდა გზების მოწესრიგება დასახელდა. როგორც ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მოსახლეობას განუცხადა, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები 2020 წლის განმავლობაში განხორციელდება. შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. 2019 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელდება 8 000 000 - მდე ღირებულების 128 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებში მოწესრიგება საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდება ამბულატორიები, განხორციელდება სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, სოფლის მხარდაჭერის პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)