|
2019-09-23 12:38:56, 2025 ნახვა
პოლიტიკა
ალანია ოკუპაციის გაპროტესტებაზე: ზედმეტი ემოციის გამოხატვა ასეთ საკითხებთან არ არის საჭირო
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიასთან გასაუბრება კამათის ფონზე მიმდინარეობს. კამათი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიამ ოკუპაციაზე პოზიციის დაფიქსირებამ გამოიწვია, რომელმაც თამარ ალანიას ჰკითხა, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?! „ცხადია, ეს თქვა კანონმა“, - აღნიშნა თამარ ალანიამ. რაზეც ბოკერიამ აღნიშნა, ალანიას განემარტა, თუ რა შუაში იყო კანონი და შეეძლო თუ არა ეთქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ამ დროს საუბარში კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჩაერთო და განაცხადა, რომ დეპუტატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოქმედ მოსამართლეს ესაუბრებიან. ბოკერიამ აღნიშნა, რომ მანამდე თამარ ალანიამ ღიად დააფიქსირა პოზიცია სხვა სახის დანაშაულებებზე. კერძოდ, თქვა, რომ ბავშვთა პორნოგრაფია და სერიული მკვლელობა მძიმე დანაშაულია, თუმცა თავი აარიდა ოკუპაციაზე საუბარს, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ იკავებდა ალანია ამ კითხვისგან თავს. „ზედმეტი ემოციის გამოხატვა ასეთ საკითხებთან მიმართებაში არ არის საჭირო“, - მიმართა ალანიამ ბოკერიას. ბოკერიას დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა ზედმეტი ემოცია ოკუპაციის გაპროტესტება, ალანია აღნიშნა, რომ: „დიახ, არ არის საჭირო. იმაზე აქცენტების გაკეთება“... ცნობისთვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)