|
2015-07-14 10:54:54, 437 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ჩვენი სახელმწიფოებრიობის გასამყარებლად ნებისმიერ ქმედებას, რუსეთის მხრიდან უარყოფითი ნაბიჯი მოჰყვება
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც საქართველო სახელმწიფოებრიობის გასამყარებლად განახორციელებს, რუსეთის მხრიდან უარყოფითი ნაბიჯი მოჰყვება. ამის შესახებ ხიდაშელმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, საფრანგეთთან გაფორემბულ ხელშეკრულებასა და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის ფაქტს შორის კავშირს ვერ ხედავს. „ამ მოვლენებს შორის პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ, თუმცა ბევრჯერ მითქვამს, რომ რუსული სახელმწიფოს ამოცანები და ხედვები ნათელია, ზედაპირზე დევს. ნებიემისმიერ ქმედებას, რომელსაც ქართული სახელმწიფო განახორციელებს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვისა და გამყარებისთვის, მათი მხრიდან აუცილებლად ექნება უარყოფითი ნაბიჯები. ეს ბევრს სხვა ქმედებაში შეიძლება გამოიხატოს. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს ბევრი რამ არ მოსწონს, ჩვენ გულხელდაკრეფილები ვერ ვიჯდებით“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)