06:16 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 11:10:55, 1084 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა. 

ორმხრივი მოლაპარაკება, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორთან, ენტონი ფაუჩთანაც გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკული მხარის წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, მათ შორის ინფექციების კონტროლის მიმართულებით. „საქართველოში შემუშავებული იქნება ახალი კრიტერიუმები. გაძლიერებულია, სამედიცინო დაწესებულებებში, ინფექციების კონტროლის მექანიზმები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი სანქციები მოქმედებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა ქართულ-ამერიკულ პროექტებზე, რომლებიც წლებია წარმატებით ხორციელდება.

აშშ-ს ალერგიისა და ინფექცური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონ ფაუჩმა მინისტთან  შეხვედრა ძალიან დადებითად შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა - „მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა იყო წარმატებული და პროდუქტიული. მას კარგად ესმის ჩვენს სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრობა საქართველოსთან გაგრძელდება, განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჯანდაცის ამჟამინდელ მინისტრთან უფრო ხშირი თანამშრომლობა მოგვიწევს.“

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics