06:19 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-21 12:23:27, 1358 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი ადიგენის მოსახლეობას შეხვდა

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ პროექტებით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა.

„ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან უშუალოდ მოსახლეობისგან ვისმენთ, კონკრეტულად რა პრობლემებია სოფლებში. ადიგენის მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის ხუთი ძლიერი კოოპერატივი ფუნქციონირებს, რომლებიც სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივებს ის პროგრამები გავაცანით, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს და რომლებშიც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ. გამოიკვეთა სასმელი წყლისა და სარწყავი წყლის საკითხის მოგვარება. მაქსიმალურად ვეცდებით, მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში აღნიშნული საჭიროებები გავითვალისწინოთ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

მინისტრის მოადგილე ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაწევრიანების დადებით მხარეებზეც ესაუბრა და მუნიციპალიტეტში მერძევეობის მეურნეობისა და კენკროვანი კულტურების განვითარების პოტენციალი გააცნო.

სოფელ ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად სასმელი წყლის, სანიაღვრე სისტემისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან არაყიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი უწყებების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics