06:20 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-21 10:54:12, 963 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში ფიფიების ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

სამუშაოების ფარგლებში, ქუჩაზე ასფალტის დაზიანებული საფარი და ბორდიური მოიხსნა. ამ ეტაპზე, ტროტუარის მოწესრიგება უკვე დასრულებულია, ხოლო დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის მეორე ფენა იგება.

ფიფიების ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ფიფიების ქუჩაზე ასფალტის საფარის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ სამუშაოები სწრაფი ტემპით ჩაგვეტარებინა, რადგან საკმაოდ დატვირთული ქუჩაა და რეაბილიტაციის გახანგრძლივება პრობლემებს შეუქმნიდა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, აქ დასაქმებულ ადამიანებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილება გაცილებით კომფორტული გახდება“, - განაცხადა დიდუბის რაიონის გამგებელმა.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო 7“ დაახლოებით, 150 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics