12:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-21 10:39:27, 5613 ნახვა

ეკონომიკა
მიქაბაძე შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტზე: ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის დაცული უნდა იყოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარი გააკეთეს შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ და განხილვის პროცესში ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის ნაკლებობაზე გაამახვილეს ყურადღება.

მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, როგორიც არის შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, უფრო მეტად უნდა იყოს განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესთან. „მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის, ანუ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის უფლებები“,  - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია წარმოდგენილ კანონპროექტზე რეგულირების გავლენის შეფასების გაკეთება, რათა განისაზღვროს, რა გავლენას იქონიებს აღნიშნული პროექტი ბიზნეს გარემოზე და ზოგადად ეკონომიკურ მდგომარეობაზე ქვეყანაში.

   

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics