21:55 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 15:03:17, 3088 ნახვა

რეგიონი
აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ მოქალაქეს წყალმომარაგების და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით დაიწყო. პროექტის ფარგლებში ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყლისა და წყალარინების სისტემის შეიქმნება.

აჭარის სოფლებში  წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განსახორციელებლად 50 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი. დღეს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც აჭარაში სუფთა წყლის და წყალარინების მისაღწევად სპეციალური პროგრამები შემუშავდება.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს ექნება წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა.სოფლებში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით არის მნიშვნელოვანი გამოწვევები და  პროექტი, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ ყველა სოფელს, დაბას აჭარაში ქონდეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტზე ცნობილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები MACS და Fichtner იმუშავებს.

მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან ხელშეკრულება „აჭარის წყლის ალიანსმა" ოფიციალურად გააფორმა. ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანიიდან,  ერთი კონსულტანტი მუნიციპალიტეტებისთვის საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაციას და მის შემდგომში განხორციელებას უზრუნველყოფს. აღნიშნული მიმართულებით Fichtner იმუშავებს. „აჭარის წყლის ალიანსის" და მუნიციპალიტეტების ტექნიკურ დახმარებას და ინსტიტუციურ მხარდაჭერას კი კომპანია MACS განახორციელებს.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ევროკავშირის დელეგაციის ატაშე საქართველოში - ალექსანდრე დარასი, KFW-ს პროექტების მენეჯერი ბერნდ ჰასელი, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, აჭარის წყლის ალიანსის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics