15:55 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 14:41:01, 3007 ნახვა

ეკონომიკა
კომპანია „ოლამ ჯორჯია“: სამინისტროს მთელს გუნდს გულწრფელად გილოცავთ ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებულ შედეგებს

„გვინდა  გულწრფელად მოგილოცოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთელს  გუნდს ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებული შედეგები. თქვენი დიდი ძალისხმევით, წელს გაზრდილია მოსავლის რაოდენობა და ხარისხი. მოგეხსენებათ, თხილის  და თხილის ინგრედიენტების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია  „ოლამ ჯორჯია“ ზუგდიდში ფუნქციონირებს. „ოლამ ჯორჯია“ სინგაპურული კომპანიის, „ოლამ ინტერნეიშენალის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2005 წლიდან  სინგაპურის საფონდო ბირჟაზეა. კომპანია მსოფლიო მასშტაბით 19800 კლიენტს  ემსახურება  და საქმიანობს 60 -ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.

ქართული თხილის სექტორის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენი ერთობლივი, უწყვეტი მუშაობით,  საერთაშორისო ბაზარებიდან ველოდებით ქართულ თხილზე გაზრდილ მოთხოვნებს.

2016 წლიდან დღემდე, „ოლამ ჯორჯიას“ მიერ საქართველოდან ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გაგზავნილია 4000 ტონა თხილის პროდუქცია, მათ შორის, თხილის პასტა.

წლევანდელი მოსავლის ჩვეული  პარამეტრები დადებით შედეგებს იძლევა. მჟავიანობის ნიშნული დაეცა 05-მდე და საშუალო მჟავიანობა მერყეობს 0,1-0,5-მდე, რაც 3-ჯერ უკეთესი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. გარდა ამისა, საერთო სიდამპლის და მწერის მაჩვენებლებმაც დაიკლო, რაც მოსავალზეც დადებითად აისახა.

ფერმერები, მომწოდებლები, პატარა და დიდი საწარმოები, ექსპორტიორები სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგებს ხედავენ, რაც დიდი მოტივაციაა  ქართული თხილის სექტორის  ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისთვის და  ამ სექტორში ჩართვისთვის. 

ჩვენი მხრიდან გავზარდეთ ძალისხმევა და ჩვენი გეგმები ქართველი  ფერმერების  მიკვლევადობის სისტემის  გასაუმჯობესებლად. მომავალი წლიდან ველოდებით საქართველოს მეთხილე ფერმერებისთვის ოლამის მიკვლევადობის სისტემის ამუშავებას.  

დიდი მადლობა თქვენი დახმარებისთვის და გულითადი მოლოცვა  მთელს გუნდს ოლამის  დიდი ოჯახისგან“, - აღნიშნულია კომპანიის „ოლამ ჯორჯია“ ღია წერილში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics