|
2019-09-20 13:39:57, 1184 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც 20 ივნისს დაზიანდნენ
„სამწუხაროდ, დაშავდნენ ადამიანები იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ლიდერებმა პარლამენტში შტურმი განახორციელეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა. გახარია ასევე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის დანიშვნას გამოეხმაურა. „მე მესმის თქვენი ემოციურობა დღეს, განსაკუთრებით 20 რიცხვში. ძალიან კარგად მესმის. ისიც კარგად მესმის, რომ ემოციურობა პირდაპირ უკავშირდება იმ აქციას, რომელიც დღეს საღამოს არის დაგეგმილი. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრს ირჩევს პარლამენტი და ამისთვის საჭირო იყო კენჭისყრა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და ყველა, ვინც ამ აქციის შეწყვეტის დროს ჩაიდინა გადაცდომა, პასუხისგებაში იქნება მიცემული. „მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ. რა თქმა უნდა ვგრძობ“, -განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმ აღჭურვილობით, რომელიც იმ ღამეს სამართალდამცველებს ჰქონდათ, დამიზნებით სროლა შეუძლებელია.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)