|
2019-09-19 19:07:43, 3390 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძემ გეოლოგ-მენავთობეთა ამერიკული ასოციაციის რეგიონული სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
18-19 სექტემბერს ბათუმში გეოლოგ-მენავთობეთა ამერიკული ასოციაციის (AAPG) ევროპის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მსხვილი ნავთობმომპოვებელი კორპორაციების მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ქართველი პარტნიორები იყვნენ ნავთობისა და გაზის სააგენტო და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ. მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მიმდინარე ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, აგრეთვე ლიბერალურ და პროგნოზირებად ბიზნესგარემოზე, რამაც კონფერენციის მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიებისთვის პრიორიტეტულია ისეთი ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელება, სადაც სტაბილური ეკონომიკა, ძლიერი ინსტიტუციები და საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე გათვლადი ბიზნესგარემოა. სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ინფორმაცია საქართველოში ნავთობისა და გაზის პოტენციური საბადოების გეოლოგიური მდგომარეობისა და არსებულ საბადოებზე მიმდინარე ძებნა-მოპოვებითი სამუშაოების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორია, განსაკუთრებით, მისი ტერიტორიული წყლები შავ ზღვაში ნაკლებად არის შესწავლილი ნახშირწყალბადების გეოლოგიური მარაგების არსებობის კუთხით. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია პრეზენტაციამ, რომელიც წარადგინა ნავთობისა და გაზის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა. ითქვა, რომ საქართველომ დაასრულა ტენდერი ბევრ სახმელეთო ბლოკზე, ასევე იგეგმება საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება, რომელიც მოიცავს შავი ზღვის შელფის ტერიტორიას. სამუშაო შეხვედრაზე მსხვილმა ნავთობკომპანიებმა, როგორიცაა ExxonMobil, Total, OMV და ა.შ., წარმოადგინეს საკუთარი ხედვა აღნიშნულ რეგიონში მათი საქმიანობისა და სამომავლო პროექტების თაობაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)