06:50 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 15:29:35, 1416 ნახვა

საზოგადოება
წყნეთში მუნიციპალური სპორტული ცენტრი გაიხსნა

წყნეთში, ამილახვარის ქუჩის N21-ში სპორტული ცენტრი გაიხსნა, რომელიც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან და ვაკის რაიონის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად დაათვალიერა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს.

„წყნეთში კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. ეს არის პატარა კომპლექსი. იცით, ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა რამდენად მნიშვნელოვანია და ამისთვის, რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიამ, გამგეობებმა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განახორციელონ, რომ უფრო მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ სპორტს, სპორტულ ცხოვრებას, ჯანსაღი ცხოვრების წესს. მიხარია, რომ წყნეთს კიდევ ერთი ასეთი ლამაზი სივრცე შეემატა, სადაც არის სპეციალური დარბაზი ტანვარჯიშისთვის, კარატესთვის, ძიუდოსთვის. ასევე, არის სპეციალური სატრენაჟორო დარბაზი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს. სასიხარულოა, რომ ამდენი პატარა, ამდენი ახალგაზრდა იქნება დაკავებული სპორტით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სპორტული ცენტრით სარგებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკავდეს სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

700-მდე კვ. მ ფართობზე განთავსებულია სავარჯიშო დარბაზი, ტრიბუნა, სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები.

სპორტულ დარბაზში იფუნქციონირებს კარატეს, ძიუდოს, ტანვარჯიშის, აკრობატიკის სექციები და ფიტნეს დარბაზი. ობიექტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

წყნეთის სპორტულ ცენტრში, ისევე როგორც ყველა მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში, იმოქმედებს შეღავათიანი ტარიფები.

დედაქალაქის მერთან ერთად, ახლადაშენებულ სპორტული ცენტრში იმყოფებოდნენ თბილისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და კომისიის წევრები: ავთანდილ ცინცაძე, შალვა ოგბაიძე, დავით რურუა, გიორგი მუსხელიშვილი, დავით ჭელიძე, ლევან ჯაფარიძე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics