06:48 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 12:42:36, 1353 ნახვა

საზოგადოება
დიღმელაშვილი: ხვალ აქციაზე სამოქალაქო საზოგადოება „სირცხვილია“ ერთწლიან გეგმას წარმოადგენს

ხვალ სამოქალაქო საზოგადოება „სირცხვილია“ აქციაზე ერთწლიან გეგმას წარმოადგენს, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დიღმელაშვილმა აღნიშნა, გეგმა მიმართულია იმისკენ, 2020 წელს ქართულმა საზოგადოებამ პროდასავლური არჩევანი გააკეთოს.

„სამოქალაქო კამპანია „სირცხვილიას“ გვაქვს დაგეგმილი დიდი აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ არის ამ აქციის სლოგანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი გაერთიანდება ერთმმართველობის წინააღმდეგ და იმ დიდი მონაპოვარის უზრუნველყოფისთვის, პროპორციული არჩევნების, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ქვეყანაში ერთმმართველობა აღარ იყოს. ეს არის ამ აქციების უდიდესი მონაპოვარი. ამის გარდა, რაც ამ დღეს მოხდება, ჩვენ წარვადგენთ ერთწლიან გეგმას, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ დააკორდინიროს პროდასავლური პოლიტიკური კლასი და ამას გარდა ის მოიცავს, როგორც საინფორმაციო ნაწილს, ანუ ცნობიერების ამაღლების ნაწილს, ისე ძველ, კარგ აქტივისტურ ნაწილს, რომლის დეტალურ გეგმასაც ხვალ გაგაცნობთ და ამას გარდა მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთელი აქტივობა რასაც სამოქალაქო საზოგადოება გააკეთებს ქვეყნის სამსახურში ხვალ ყველანი ჩავდგებით მასობრივ ფორმატში, 19:00 საათზე, როგორც ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, ისე ადგილობრივი ჯგუფების გასაძლიერებლად და რეგიონული მმართველობების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში მიმართული იმისკენ, რომ 2020 წელს ქართულმა საზოგადოებამ გააკეთოს პროდასავლური არჩევანი და პრორუსული ხელისუფლება მოიშოროს ინფორმირებული, პროპროციული არჩევნების გზით“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics