|
2019-09-19 12:19:13, 1738 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი: NDI-ის კვლევების მიხედვით, მომავალ არჩევნებში „ოცნებას“ 10-დან 8 ამომრჩეველი ხმას აღარ მისცემს
„ძალიან დიდია იმ ამომრჩევლების რიცხვი, რომლებსაც არ გადაუწყვეტიათ ჯერ რომელ პარტიას დაუჭერენ შემდეგ არჩევნებში და ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი ოპოზიციური სპექტრისთვის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, NDI-ის კვლევების მიხედვით, მომავალ არჩევნებში „ოცნებას“ 10 ამომრჩევლიდან 8 ხმას აღარ მისცემს. „NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევები, მე ვფიქრობ, რომ ერთ მთავარ რამეს აჩვენებს და ეს არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენს საზოგადოებაში დაკარგული აქვს ნდობა ამომრჩევლების უმრავლესობის მხრიდან. ანუ რეალურად 10 ამომრჩევლიდან 8 „ქართულ ოცნებას“ ხმას აღარ მისცემს. ამავე დროს ვხედავთ, რომ ძალიან დიდია იმ ამომრჩევლების რიცხვი, რომლებსაც არ გადაუწყვეტიათ ჯერ რომელ პარტიას დაუჭერენ შემდეგ არჩევნებში და ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი ოპოზიციური სპექტრისთვის და მათ შორის ჩვენი პარტიისთვის, რომ ჩვენ წინ გველის ძალიან სერიოზული სამუშაო იმისთვის, რომ შევძლოთ ახალი ამომრჩევლის მიზიდვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)