23:07 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 10:43:32, 1124 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ის კვლევის მიხედვით, ლიდერების რეიტინგში პირველ ადგილზე კახა კალაძეა

 „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის შეფასებისას, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლიდერობს.

უფრო კონკრეტულად კი, კალაძის საქმიანობას   გამოკითხულთა 11 % „ძალიან კარგად“, 34 % - „კარგად“, 37 % - „საშუალოდ“, 10 % - „ცუდად“ და 5 % - „ძალიან ცუდად“ აფასებს.

ლიდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე  რომელსაც გამოკითხულთა 1 % - „ძალიან კარგად“, 12 % - „კარგად“, 43 % „საშუალოდ“, 21 % - „ცუდად“, 7 % - „ძალიან ცუდად“ აფასებს.

რეიტინგის მესამე ადგილს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იკავებს რომელსაც შემდეგი მაჩვენებელი აქვს:  1 % ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა „ძალიან კარგია“, 11 %-ის აზრით - „კარგია“, 36 % ზურაბიშვილის საქმიანობას „საშუალოდ“ აფასებს, 28 % - „ცუდად“, 12 % კი „ძალიან ცუდად“.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, გამოკითხულთა 1% მას „ძალიან კარგად“ აფასებს, 9 % - „კარგად“, 31 % - „საშუალოდ“, 16 % - ცუდად“, 6 % - „ძალიან ცუდად“.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics