|
2019-09-19 10:29:10, 1971 ნახვა
ეკონომიკა
გახარიამ მინისტრებს 2020 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნებისკენ მოუწოდა
პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებს 2020 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, ეს მიმართულება მკაცრად გაკონტროლდება. მანვე დასძინა, რომ ბიუჯეტი პირველ რიგში მოქალაქეებზე უნდა იყოს ორიენტირებული. „მიმდინარეობს 2020 წლის ბიუჯეტის მოსამზადებელი სამუშაოები. მინდა რამდენიმე სიტყვით გითხრათ ძირითად პრინციპებზე, რომელზეც თითოეულმა თქვენგანმა ყურადღება უნდა გაამახვილოს. 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. ასევე მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურული ხარჯები, კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ესეც პირველ რიგში მიმართულია ჩვენი მოქალაქის მოხმარებაზე, ძირითად, საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობაც და ეკონომიკური ზრდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება. ესეც მკაცრად იქნება გაკონტროლებული“, - განაცხადა გახარიამ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)