|
2019-09-18 16:51:05, 1947 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ და შაჰინ მუსტაფაევმა სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
„საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მიმზიდველ ბაზარს წარმოადგენენ საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ტვირთბრუნვისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის. შევთანხმდით, რომ საერთაშორისო ფორუმებზე ერთობლივად წარვადგენთ ჩვენი სატრანსპორტო ლოგისტიკური დერეფნის იდეას, რათა დემონსტრირება გავუკეთოთ მის მნიშვნელობას - ჩვენ ამას ერთად უკეთ შევძლებთ, ვიდრე ცალ-ცალკე", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევთან შეხვედრის შემდეგ. ნათია თურნავას ინფორმაციით, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან საუბრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება და გაღრმავება იყოს. მისი განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოების საკითხი სხვადასხვა სექტორებში, რომელთა შორის გამოიყო 4 პრიორიტეტული მიმართულება: ერთობლივი საწარმოები და ინვესტიციები, ენერგეტიკა, ლოგისტიკა და სატრანსპორტო გადაზიდვები, ასევე ტურიზმი. ნათია თურნავას განცხადებით, ყოველწლიურად იზრდება საქონელთბრუნვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. მისი თქმით, საქართველოსთვის აზერბაიჯანი ძირითად სავაჭრო პარტნიორების სამეულშია. ამავე დროს იზრდება საქონლის ნომენკლატურა როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს მხრიდან. შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით უახლოეს მომავალში ქართულ-აზერბაიჯანული ბიზნესფორუმი ჩატარდება, რაც ორი ქვეყნის ბიზნესსექტორებს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტის და ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორცილების შესაძლებლობას მისცემს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების კუთხით. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით, აზერბიჯანს აქვს დიდი გამოცდილება თბოენერგეტიკის განვითარების კუთხით. რაც შეეხება ერთობლივ პროექტებს, ნათია თურნავას განცხადებით, აზერბაიჯანული კაპიტალით შექმნილი კომპანიები წარმატებით საქმიანობენ საქართველოში, ხოლო ქართული კაპიტალით შექმნილი - აზერბაიჯანში. „ბიზნესს აქვს თანამშრომლობის ტრადიცია. ჩვენი ორი სამინისტროს ამოცანაა, შევქმნათ მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო საიმისოდ, რომ ეს თანამშრომლობა განვითარდეს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავისი კოლეგა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)