07:04 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 14:38:27, 1928 ნახვა

საზოგადოება
წოწკოლაური - დევნილების ერთი ჯგუფის პროტესტმა პოლიტიკური სახე მიიღო და ენმ-ს მიერაა მართული

 „მინდა გამოვეხმაურო დევნილების ერთი ჯგუფის მიერ გამოთქმულ პროტესტს, რომელმაც მიიღო პოლიტიკური სახე და სრულად მართულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ“, -ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა   განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე  დევნილების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

„მინდა გამოვეხმაურო დევნილების ერთი ჯგუფის მიერ გამოთქმულ პროტესტს, რომელმაც მიიღო პოლიტიკური სახე და სრულად მართულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. აქციის მონაწილე დევნილები თბილისში  ბინების განაწილების კომისიის არაგამჭვირვალე მუშაობას აპროტესტებენ. მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თბილისში 1000-მდე იძულებით გადაადგილებული პირისთვის ბინის გადაცემის საკითხს განიხილავს.

სამინისტრო დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. ქულათა სისტემა განსაზღვრავს რიგითობას, თუ რომელი დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირველ რიგში. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რაც სრულ გარანტიას გვაძლევს, რომ კომისია გამჭვირვალედ მუშაობს.  კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ.

ამასთან, სამინისტროში შეკრებილი დევნილები აცხადებენ, რომ მინისტრი უარს ამბობს მათთან შეხვედრაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მოგახსენებთ, რომ მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და საქართველოში თვის ბოლოს დაბრუნდება. ჩვენ მზად ვართ, სამუშაო რეჟიმში, აქციის მონაწილე დევნილებს შევხვდეთ და თითოეული მათგანის საკითხი ინდივიდუალურად შევისწავლოთ”, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics