|
2019-09-18 13:10:20, 1979 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერმა და საფრანგეთის ელჩმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი განიხილეს
საქართველოსა და საფრანგეთს არაერთ სფეროში ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებთ და ვიმედოვნებ, თქვენი მისიის განმავლობაში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან შეხვედრისას განაცხადა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, ასევე - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე,მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატების განხორციელების პროცესში. გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, რომელიც ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ისახავს მიზნად. საუბრისას აღინიშნა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, განაგრძოს მუშაობა, რათა დაცული იყოს ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნები. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობას. საფრანგეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)