|
2019-09-18 12:35:47, 1416 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებს ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების სარეაბილიტაციო პროცესის ზედამხედველობა დაავალა
გლდანის რაიონში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანს და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, გალაქტიონ ბუაძეს დაავალა, აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროცესს ზედამხედველობა გაუწიონ. „ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას ითვალისწინებდა. ამ ეტაპზე, უკვე საგზაო კომპანიაა შესული და გზის მოწყობის სამუშაოებია დაწყებული. მინდა, ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, გალაქტიონ ბუაძეს დავავალო, რომ 24ზედამხვედველობა -საათიან რეჟიმში განახორციელონ. როგორც კი სამუშაოები შეჩერდება, დღისით ან ღამით, ან ადგილზე არ იქნება საჭირო რაოდენობის ჯგუფები, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება. მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იყოს, რომ ყველა მძიმე სამუშაო, რაც იმ კონკრეტული ქუჩებისთვის აუცილებელია, ღამით განხორციელდეს. მოგეხსენებათ, ღამით ავტომანქანები ნაკლებად მოძრაობენ და მუშაობა უფრო მარტივია. საკმაოდ დიდი ხანია ვეკუა-ხიზანიშვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მესმის, რომ პირველი ეტაპი მნიშვნელოვანი იყო და დასრულდა, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარია, რვაკილომეტრიანი მონაკვეთი, რაც შეიძლება სწრაფად იქნას დამთავრებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავენ, რომ სარეაბილიტაციო ტერიტორიაზე შესაბამისი ჯგუფები არ მუშაობენ, ამის შესახებ მუნიციპალიტეტს აცნობონ, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ჩვენი ზედამხედველები, ორი პასუხისმგებელი პირი - ჩემი მოადგილე და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, მოსახლეობასაც მინდა მივმართო - თქვენც იაქტიურეთ. თუ შეხედავთ, რომ ვინმე საკმარისად არ მუშაობს, შეგიძლიათ მოგვმართოთ. მე საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელში და ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს თქვენთან. ამას რეაგირება მაშინვე მოჰყვება და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ამ მიმართულებით ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს. სამწუხაროდ, არსებობენ კომპანიები, ვინც ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ. შემდეგ ვინ არის დამნაშავე? ამბობენ, მერია და კალაძე ვერ ასრულებენ თავის საქმესო. იმაზე არავინ საუბრობს, რომ ეს არის კომპანიის პასუხისმგებლობა, ვალდებულება. ამიტომ მეტი ყურადღებაა საჭირო, რომ მსგავსი პრობლემები თავიდანვე იქნას აცილებული. მესმის არის საკანონმდებლო პრობლემები შესყიდვების მიმართულებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქალაქში მიმდინარე პროექტებზე პასუხისმგებლები მაინც ჩვენ ვართ. ამდენად, რეაქციაც და მიდგომებიც ჩვენი მხრიდან შესაბამისი უნდა იყოს, რომ სალაპარაკო არავის მივცეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)