07:07 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 12:28:03, 749 ნახვა

საზოგადოება
ბიზნესდაჯილდოება 2019 იწყება

ბიზნესდაჯილდოება 2019 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება. უკვე მეოთხე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში ბიზნესსოციუმის შექმნა და ბიზნესის კეთების ხელშეწყობაა.

გამარჯვებულები წელს ახალ ნომინაციებში გამოვლინდებიან, ყველა ნომინაცია ისეა შერჩეული, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ასპექტებს ასახავს.

ჟიური წელს ბიზნესებს შემდეგი კრიტერიუმებით გამოარჩევს:

 •            საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

•             თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის

•             გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

•             საუკეთესო ინოვაციებისთვის

•             საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის.

სიახლეა ჟიურის მხრივაც, თუ აქამდე ჟიურის წევრების ვინაობა დაჯილდოების ფინალამდე უცნობი რჩებოდა, წელს მათი ვინაობა თავიდანვე საჯაროა. არა მარტო ბიზნესის, არამედ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები, იმისთვის შეირჩა, რომ სწორად შეაფასონ მონაწილეები და მათი საქმიანობა. თითოეულ ნომინაციაში წარდგენილ ბიზნესებს  ჟიურის 5 წევრი შეაფასებს.

წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და  პროგრამული უზრუნველყოფა.

რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება ვებ-გვერდზე www.businessaward.ge და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებულები კი დეკემბერში გამოვლინდება. 

 

 

 

(R)

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics