07:06 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 11:56:17, 1058 ნახვა

საზოგადოება
„სერიული შემწყალებელი“ - პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

 „სერიული შემწყალებელი“; „ბიძინას რჩეული კრიმინალი“ - ამ სახელწოდებებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკლველობაში ბრალდებულების შეწყალებას აპროტესტებენ.

„ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ პრეზიდენტის უპასუხისმგებლობას, სამარცხვინო საქციელს შეწყალებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა კრიმინალები, ახალგაზრდა ადამიანებისა და პოლიციელის მკვლელები შეიწყალა. უნდა მოხდეს ამ ფაქტის მოკვლელვა, იყო თუ არა აქ კორუპციული სქემა. შემდეგ კი, რა თქმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი თვითნებურად იქცევა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ,  სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics