12:21 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 18:59:00, 1979 ნახვა

პოლიტიკა
ჭიჭინაძე: ხალხის გადაგდებაში „ოცნებას“ და ენმ-ს ერთნაირად დიდი გამოცდილება აქვს

„შეურაცხმყოფელი ის კი არ არის, რომ რომან ფიფიამ ხაზარაძე-ივანიშვილის შეხვედრა დაადასტურა, შეურაცხმყოფელი ის არის, რომ ხუთი კაცი დაჯდა და ჩვენი სახელმწიფოს ბედ-იღბალის გადანკარგვით დაკავდა“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, „მამუკა  ხაზარაძე, ეს  ადამიანი პოლიტიკაში უვიცია  და ის ბოლომდე უნდა გაიძარცვოს“.

ამასთან, ჭიჭინაძე აღნიშნა, რომ ივანიშვილმა და სააკაშვილმა პოლიტიკაში თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს.

 თანაც ისე დაიწყეს ამ ქვეყანას გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ. აბა რას ნიშნავს ვინმე დაიბარეს?! ან რატომ მიდიან „დაბარებულები“?! გამოდის, ამ ადამიანებს საერთოდ არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები და მითუმეტეს ის ღირებულებები, რომლითაც  პოლიტიკაში უნდა იყვნენ.

პრინციპში, არც ბიზნესშია ასეთების ადგილი,  იმიტომ რომ, ფულის გულისთვის  ყველაფერს კადრულობენ. რაც შეეხება პირადად მამუკა  ხაზარაძეს, ეს  ადამიანი პოლიტიკაში უვიცია  და ის ბოლომდე უნდა გაიძარცვოს პოლიტიკაში. ზუსტად ისე,  როგორც ის იყო მოსახლეობის მიმართ განწყობილი მაშინ, როდესაც მასთან  ჯერ კრედიტებს იღებდნენ  და შემდეგ  ქუჩაში ყრიდნენ ხოლმე...  ზოგადად კი,  ივანიშვილმა და სააკაშვილმა პოლიტიკაში თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს. ხალხის გადაგდებაშიც, „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ პრაქტიკულად ერთნაირი და თან ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics