07:24 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 18:00:24, 1285 ნახვა

საზოგადოება
სსგს სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაყინული ემბრიონებით ან სუროგაციით დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენციის მიზნით, სააგენტო მკაცრად ითხოვს სამედიცინო კლინიკების მიერ საკანონმდებლო მოთხოვნების სრულად დაცვას.

სსგს-ში განმარტავენ, რომ ერთ-ერთი კერძო კლინიკა დღემდე უარს აცხადებს, წარმოადგინოს უმარტივესი სამედიცინო ცნობები (მაგ,. ემბრიონის შექმნის თარიღი, ემბრიონის გაყინვის თარიღი და სხვ.) და ამით უარს აცხადებს, შესაძლებელი გახადოს თავისი ზოგიერთი კლიენტისათვის ბავშვის დაბადების რეგისტრაციის დოკუმენტის მიღება.

„ბავშვთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის, უმნიშვნელოვანესია იმ მცირეწლოვნების ინტერესების დაცვა, რომლებიც  საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაიბადნენ ან დაიბადებიან. სუროგაციაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ სახელმწიფოს ვალია, ზედმიწევნით ზრუნავდეს გაყინული ემბრიონებით ან სუროგაციით დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენციაზე.

სახელმწიფო, ბავშვთა უფლებების  გარდა, ასევე იცავს  სუროგაციის პროცესში ჩართული მესამე პირების (სუროგატული დედის, დონორის) ინტერესებსაც.

ყველა ზემოხსენებული პრიორიტეტიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (და არა - იუსტიციის სახლი, როგორც ამას ზოგიერთი პირი აცხადებს) მკაცრად ითხოვს სამედიცინო კლინიკების მიერ საკანონმდებლო მოთხოვნების სრულად დაცვას.

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 13 სექტემბერის ჩათვლით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ  საქართველოს 8 სხვადასხვა კლინიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ განხორციელებული სუროგაციის გზით დაბადებული, 26 ბავშვის დაბადება დაარეგისტრირა. ეს რეგისტრაციები შესაძლებელი გახდა მიუხედავად იმისა, რომ კლინიკების მიერ თითოეულ ამ შემთხვევაში დარღვეული იყო სუროგაციის განხორციელების ზოგიერთი ელემენტარული, კანონმდებლობით დადგენილი წესები. უკვე დაბადებული ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, 2019 წლის 8 სექტემბერს გამოცემულ იქნა ბრძანება, რომლითაც დადგენილი იქნა გარდამავალი პერიოდი და „განაყოფიერებამდე დადებულ" სუროგაციის ხელშეკრულებად ჩაითვალა განაყოფიერების შედეგად შექმნილი ემბრიონის სუროგატული დედის სხეულში გადატანამდე ანუ „იმპლანტაციამდე დადებული" ხელშეკრულება. სამწუხაროა, რომ გამარტივებული წესების პირობებშიც კი, ერთ-ერთი კერძო კლინიკა დღემდე უარს აცხადებს, წარმოადგინოს უმარტივესი სამედიცინო ცნობები (მაგ,. ემბრიონის შექმნის თარიღი, ემბრიონის გაყინვის თარიღი და სხვ.) და ამით უარს აცხადებს, შესაძლებელი გახადოს თავისი ზოგიერთი კლიენტისათვის ბავშვის დაბადების რეგისტრაციის დოკუმენტის მიღება. სანაცვლოდ, კლინიკა და მისი ხელმძღვანელი ღიად ახორციელებენ თავიანთი  უცხოელი კლიენტების შეცდომაში შეყვანის მცდელობას საკუთარი ხარვეზების გადასაფარად და დროის რესურსს თბილისის იუსტიციის სახლთან პროტესტში ხარჯავენ. ისინი ამით თვალს უხვევენ საკუთარ კლიენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ სუროგაციის შედეგად გაჩენილი ბავშვების მშობლები არიან.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ბავშვთა უფლებების ეფექტიანად დაცვისა და ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, სუროგაციის გზით დაბადებული თითოეული ბავშვის რეგისტრაცია დროულად განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამისი კლინიკის მიერ სრულყოფილად იქნება მოწოდებული კანონმდებლობით დადგენილი საბუთები, რის შესახებაც ზემოხსენებულ კლინიკასა და მის ხელმძღვანელს  არაერთხელ ზეპირად და წერილობით განემარტათ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics