|
2019-09-16 14:37:29, 1405 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე უმრავლესობას - უკან გავიხმობთ დადგენილებას, თუ პირობას დადებთ, რომ თქვენ შემოიტანთ
„რუსეთი თავის პოლიტიკას არ ცვლის, მიუხედავად იმისა, ჩვენ აქ ენას მოვუჩლექთ თუ არა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს განიხილავენ, რომელიც რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. როგორც კახიძემ აღნიშნა, ოპოზიცია უკან გაიხმობს აღნიშნულ დადგენილების პროექტს, თუ „ქართული ოცნება“ მას უკან დააბუნებს. „ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო მაგალითი ერთობლივი აქტის, რომელიც მივიღეთ, ეს არის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“. ეს სია ჰაერში ხომ არ უნდა დარჩეს და სწორედ იმისთვის შემუშავდა, რომ რუსეთმა გარკვეული პოლიტიკური ფასი გადაიხადოს, რასაც აკეთებს ოკუპირებ ტერიტორიებზე. ეს თუ არ გახდა საერთაშორისო სანქციების ნაწილი და ჩვენმა პარტნიორებმა ეს არ გამოიყენა და ჩვენმა მთავრობამ ამ მიმართულებით არ იმუშავა, მაშინ ხომ არ იქნება ეს ეფექტური მექანიზმი და რუსეთი პოლიტიკურ ფასს არ გადაიხდის ხომ?! ჩვენ ვამბობთ, რომ უფრო მეტად გააქტიურდეს ეს მუშაობა, უფრო ეფექტური გახდეს. საერთოდ რატომ არის ეს წინააღმდეგობა?! 9 აპრილის მერე ცეკა-ს ინსტრუქტორად რომ დარჩა თქვენი უმრავლესობის ლიდერი, მისგან კი არ მიკვირს ეს განცხადება, მაგრამ თამარ ხულორდავასგან მართლა მიკვირს. საწინააღმდეგო რა გაქვთ?! რატომ არ უნდა იყოს ეს ყველა პარტიის საერთო დადგენილება. თუ გაქვთ რაიმე შესწორებები, შერბილება ტექსტის, რაღაც სათაური არ მოგწონთ, შევცვალოთ ეს სათაური, მაგრამ შინაარსი ხომ გასაგებია. ამ დადგენილებაში არაფერი პროვოკაცული არ არის. რუსეთი თავის პოლიტიკას არ ცვლის, მიუხედავად იმისა, ჩვენ აქ ენას მოვუჩლექთ თუ არა. ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ომს ვერ დავიწყებთ, ეს ბუნებრივია და ამას არავინ არ ითხოვს. მინდა ამ საკითხზე, რომელიც არის საერთო ეროვნული საკითხი, თქვენ კი არ უნდა იაროთ ვოლსკის ჭკუაზე, პირიქით, თქვენ უნდა მოახვიოთ თქვენი დღის წესრიგი ვოლსკის. რა პრობლემა ამ რეზოლუციის მხარდაჭერა ვერ ვიგებ. მინდა გითხრათ, ჩვენ ამ დადგენილებას უკან გავიხმობთ, თუ დადებთ აქვე პირობას, რომ „ქართული ოცნება“ უკან შემოიტანთ, დადებთ ამ პირობას?!“ - მიმართა კახიძემ კომიტეტის წევრებს. ცნობისთვის, დადგენილების არსი სამ ფუნქტს ითვალისწინებს, კერძოდ:
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)