06:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 14:07:59, 494 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: ბევრი საკრებულოში იმისთვის მუშაობს, რომ პრივილეგიები მოირგოს და ბილეთების მოთხოვნაც ამის გამოვლინებაა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, დედაქალაქის საკრებულოს და სხვა საჯარო უწყებებს უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები არ უნდა გადაეცეთ.

როგორც ელისაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საჯარო მოხელეებს მსგავსი პრივილეგიები არ უნდა ჰქონდეთ.

„ჩემთვის არ იყო ცნობილი ამ ფაქტის შესახებ და არავის უთქვამს ამასთან დაკავშირებით. ეს ისტორია ძალიან გაუგებარია ჩემთვის. ასეთი რაღაცეები ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი იყო, რომ მთავრობა და ასეთი ხალხი პრივილეგიებით უნდა სარგებლობდნენ და ახლაც გაუგებარია. ბევრი საკრებულოში, მერიაში იმისთვის მუშაობს, რომ პრივილეგიები მოიგოს და არა იცხოვროს ჩვეულებრივი მოქალაქის ცხოვრებით და ემსახუროს ხალხს. პირიქით ხდება და ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა როგორც ჩანს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ასეთი რამ. საკრებულოში მერიაში და სამინისტროებში მომუშავე ადამიანები ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან იმით უნდა განსხვავდებოდნენ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ და უფრო მეტს უნდა მუშაობდნენ. არაფერი განმასხვავებელი მათ სხვა არ უნდა ჰქონდეთ, არანაირი პრივილეგია არ უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ხელისუფლებამ ფეხბურთის ფედერაციისგან უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები 2 500 ბილეთის გამოყოფა მოითხოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, დედაქალაქის საკრებულომ მატჩზე დასასწრები 300 ბილეთი მოითხოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics