07:45 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-14 11:24:04, 2281 ნახვა

საზოგადოება
სამთავრობო ავტოპარკის შენახვა 128 მილიონ ლარზე მეტი ჯდება - აუდიტის სამსახურის ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობის საკუთრებაში 16,189 ავტომობილი ირიცხებოდა, რომლის შენახვისთვის 128 250 392 ლარი დაიხარჯა. 

აღნიშნული ავტომობილების განაწილება უწყებების მიხედვით ასეთია:  აღმასრულებელი ხელისუფლება -  13,226 ავტომობილი, ხარჯი 103,423,792 ლარი; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები - 2,171 ავტომობილი, ხარჯი 16,961,776 ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა -  337 ავტომობილი, ხარჯი 3,617,028 ლარი; აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა -  19 ავტომობილი, ხარჯი 313,316 ლარი; ორგანიზაციები, რომლებზეც არ გავრცელდა N121 დადგენილება - 436 ავტომობილი, ხარჯი 3,934,480 ლარი.

გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით დარღვევები გამოვლინდა. 

"კერძოდ: აუდიტით შესწავლილი 34 ორგანიზაციების მიერ, საწვავის ლიმიტების განსაზღვრის წინაპირობები არ არის ჩამოყალიბებული;  

შერჩეული 8 ორგანიზაციის 33 ავტომობილიდან, განხორციელდა 17 ერთეული ავტომობილის შემოწმება საწვავის ავზის ზუსტი ტევადობის დასადგენად, საიდანაც 8 შემთხვევაში დადასტურდა აგაის მონაცემებით დაფიქსირებული ოდენობის საწვავის ჩასხმის შესაძლებლობა, 9 შემთხვევაში ვერ დადასტურდა, ხოლო 16 ავტომობილი არ გამოცხადდა შესამოწმებლად; 

12 ორგანიზაციაში გამოვლინდა ჯამში 875 შემთხვევა, როდესაც განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე პირების შვებულებაში/მივლინებაში ყოფნის პერიოდში, ხდებოდა ავტომობილების ექსპლოატაცია. აუდიტის ობიექტებიდან (შსს-ს სტრუქტურული ერთეულები) მიღებული განმარტებით, მოხელის შვებულებაში ყოფნისას ავტომობილით სარგებლობა აიხსნება სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, ხშირად ხდება საჭირო, უმოკლეს დროში შვებულებისას მოხელის გამოძახება, თუმცა შვებულებაში მყოფი პირისთვის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ავტომობილის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უფლებას დართავდა გარკვეულ პირთა წრეს − შვებულების პერიოდშიც ესარგებლა სამსახურებრივი ავტომობილით, არ არსებობს;

შესწავლილი 34 ორგანიზაციიდან 6-ში, გარდა სამსახურებრივი მანქანებისა, კანონმდებლობის შესაბამისად, საწვავის ლიმიტი დაწესებული იყო თანამშრომლების პირად მანქანებზე. თუმცა, დაუსაბუთებელია კონკრეტულ თანამშრომელზე საწვავის ლიმიტის საჭიროება და რაოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics