|
2019-09-13 15:39:47, 1525 ნახვა
საზოგადოება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა და წითელი ჯვრის საზოგადოებამ მემორანდუმი გააფორმეს
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა. მემორანდუმის თანახმად, ცენტრი მიაწვდის ინფორმაციას წითელი ჯვრის საზოგადოებას იმ ადამიანებზე, რომლებიც საჭიროებენ ბინაზე მოვლას, არიან სოციალურად დაუცველები, მარტოხელები და საჭიროებენ კვალიფიციურ დამხმარეს. ინფორმაციის გაცვლა მოხდება პაციენტების თანხმობის შემთხვევაში, კანონის სრული დაცვით. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სახელით, მემორანდუმს ხელი მოაწერა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოლომონ როსტომაშვილმა, ხოლო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სახელით - საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ. ნათია ლოლაძის თქმით, ბინაზე მოვლის სერვისი, რომელსაც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებს, თბილისის მერიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული. პროექტი 2018 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა და იგი ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ, შშმ, სახლს ან საწოლს მიჯაჭვული პირების, სამედიცინო, საბაზისო და სოციალურ მოვლას ადგილზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნნით. სოლომონ როსტომაშვილის თქმით, წითელი ჯვრის საზოგადოებისა და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლობის შედეგად, უფრო მეტი სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული ადამიანი მიიღებს კვალიფიციურ, უწყვეტ დახმარებას, ხოლო ბინაზე მოვლის სერვისის დანერგვა პირდაპირ იმოქმედებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შემოსული არამიზნობრივი ზარების რაოდენობაზე. ეს კი შეამცირებს იმ პაციენტებთან ბრიგადების მისვლის დროს, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ამავე დროს, დაიზოგება ცენტრის ფინანსური რესურსებიც.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)