|
2015-07-13 13:13:36, 506 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიას ინფორმაციით, ხელისუფლებამ ფეხბურთის ფედერაციისგან 2 500 ბილეთის გამოყოფა მოითხოვა
ხელისუფლებამ ფეხბურთის ფედერაციისგან სუპერთასის მატჩზე დასასწრები 2 500 ბილეთის გამოყოფა მოითხოვა. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „გულშემატკივრები 3 დღეა ბილეთების ცოცხალ რიგში დგანან და ამ დროს ხელისუფლებამ დაახლოებით 2 500 ბილეთის გამოყოფა მოითხოვა ფეხბურთის ფედერაციისგან. ამ ფონზე რაც ბილეთებზე ხდება ეს არის ხელისუფლების მხრიდან გულშემატკივრების დაცინვა“, – ნათქვამია მელიას განცხადებაში. მისივე თქმით, დედაქალაქის საკრებულომ მატჩზე დასასწრები 300 ბილეთი მოთხოვა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც გამოაქვეყნა. „300 ბილეთს მოითხოვა თბილისის საკრებულომ. არც ერთი ბილეთი ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს 'ჩალიჩით' არ უნდა გადაეცეს“, – აცხადებს ნიკა მელია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)