11:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 11:35:10, 2947 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი - ბოლო 25 წლის განმავლობაში ბიზნესი ზეწოლისგან ასეთი თავისუფალი არ ყოფილა

"წარმოდგენა არ მაქვს, ქართულ პოლიტიკაში ვინ არის სანდო, მე ვიცი ერთი რამ, ამ შეხვედრის შესახებ არ მსმენია და არ ვყოფილვარ", - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს,  რომლებმაც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასება სთხოვეს, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე მიანიშნებს. 

მაჭავარიანი ამ კითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში, ყველაზე თავისუფალი ბიზნესგარემოა. 

“თქვენ ისე მისვამთ შეკითხვას, თითქოს ფაქტი მომხდარია და ჩემი შეფასება გინდათ. ჯერ დაადასტურეთ ფაქტი - იყო თუ არა შეხვედრა, ვინ იყო ამ შეხვედრაზე - მე არ ვიცი ამ შეხვედრის შესახებ, არ ვყოფილვარ და აბა რა გითხრათ. წარმოდგენა არ მაქვს, დღეს ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო - ვიცი ერთი რამ, ამ შეხვედრის შესახებ არ მსმენია და არ ვყოფილვარ, დანარჩენი, ქართულ პოლიტიკაში, თქვენ მითხარით ვინ არის სანდო და ვინ არა. გეტყვით ერთ რამეს - ამ ქვეყანაში ვცხოვრობ  ბოლო 45 წელიწადია, აქედან ერთი 20-22 წელი ვარ ბიზნესში, ერთი წელია რაც ვარ საჯარო სამსახურში და ერთ რამეს გეტყვით სრული პასუხისმგებლობით - ასეთი თავისუფალი ბიზნეს-გარემო და ბიზნესი ზეწოლისგან, ამ ბოლო 25 წლის პერიოდში, არ ყოფილა. დანარჩენი, თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე, კონკრეტულ შემთხვევაზე არსებობს ფაქტები, მოიტანონ, დადონ და თუ არ იქნება რეაგირება, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ. კიდევ ვიმეორებ, რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა, იქიდან მოყოლებული დღემდე ბიზნესი ასე თავისუფალი არ ყოფილა”, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics