|
2019-09-13 10:57:21, 1100 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - მივმართავთ ოპოზიციას, განაცხადონ რომ არჩევნების შემდეგ „ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევლენ
„გვინდა ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზოთ ინიციატივა, წინა საარჩევნოდ მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებას“ არ შევუქმნით მთავრობას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ მზადაა აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში კონსულტაციებისთვის. „2020 წლის არჩევნების საეტაპო მნიშვნელობის იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოების ძალისხმევით ივანიშვილს მოუწია დაეთმო პროპორციული არჩევნები. მთავარი მოთხოვნა ჩვენი საზოგადოების არის ცვლილებები, ივანიშვილი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან ისე რომ არ დატოვოს ქაოსი. ამ მიზნით ჩვენ გვინდა ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზოთ ინიციატივა. წინა საარჩევნოდ მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებას“ არ შევუქმნით მთავრობას, რომ არჩევნების შემდეგ დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიას სასამართლოში, პროკურატურაზე, მედიაზე და მთლიანად ქვეყანაზე. მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის „ოცნებასთან“ არჩევნების შემდეგ არ შევალთ კოალიციაში. ეს იქნება სწორედ ის ფუნდამენტი, ერთობა, რომლითაც ჩვენ ერთის მხრივ მივაღწევთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას მშვიდობიანად და ჩვენს ამომრჩეველს პარტიული მრავალფეროვნების ფარგლებში, შევძლებთ მაქსიმალურად მეტი ადამიანი მოვიყვანოთ არჩევნებზე, იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შესძლოს მთავრობის დაკომპლექტება სწორედ ეს არის დღეს მთავარი. ცალკე აღებული „ქართული ოცნება“ 50 პროცენტს ვერ აიღებს და ეს შესაძლებელს გახდის, არეულობისა და ქაოსის გარეშე ჩამოაშორონ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფებას. ჩვენ მზად ვართ ჩვენს კოლეგებთან კონსულტაციისთვის, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მემორანდუმის ტექსტზეც და მიგვაჩნია, რომ სწორედ წყალგამყოფილი ხაზი გადის აქ“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)