|
2019-09-12 14:47:53, 1676 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი - ხაზარაძის მიერ წამოწყებული პროცესი, პოლიტიკურ სადღეგრძელოს წააგავდა
მამუკა ხაზარაძის წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით უფრო პოლიტიკურ სადგღეგრძელოს წააგავდა, - ასე გამოეხმაურა პარლმანეტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოს“. სესიაშვილის შეფასებით, მისაღებია ბადრი ჯაფარიძის განცხადება, რომ პოლიტაკაში სიძულვილის ენა უნდა დასრულდეს. „დღეს მას მოვუსმინე. შეიძლება, ირონიულად გამომივიდეს, მაგრამ მისი წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით უფრო პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა. მაგრამ მეორე მხრივ, ბატონი ჯაფარიძის განცხადება, რომ სიძულვილის ენა უნდა დასრულდეს, ძალიან კარგია, რომ ასეთი პოლიტიკური განცხადება კეთდება. რაც უფრო მეტი ადამიანი აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე და ამას საქმით აჩვენებს, უფრო უკეთესია“,- აღნიშნა სესიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკური მოძრაობა "ლელო" ჩამოაყალიბეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)