21:30 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-12 12:38:04, 1282 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი: მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კითხვების დასმის საშუალება არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ექნებათ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ის სუბიექტები დაასახელა, რომლებიც მოსამართლეობის კანდიდატების კომპეტენტურობის დასადგენად შექმნილ სამუშაო ჯგუფში იქნებიან ჩართულნი.

ოხანაშვილის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შემდეგ, კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ინდივიდუალურად გაესაუბრებიან, სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც ექნებათ. 

„საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უკვე გადმოეგზავნა მოსამართლეობის 20 კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და თანდართული მასალები. იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარვმართოთ ეს პროცესი, გუშინ იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ამოცანაა კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას შეუწყოს ხელი. მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის სამუშაო ჯგუფში ჩართულობა შევთავაზეთ შემდეგ სუბიექტებს: როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ყველა ფრაქციას, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ყველა ფრაქციას, თითო წევრის წარმოდგენის შესაძლებლობით. ასევე, დამოუკიდებელ კანდიდატებს შევთავაზეთ წარმოედგინათ ერთი წევრი. გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იქნებიან მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი ბატონი ჯონი ხეცურიანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქალბატონი თამარ ზარანდია.  ჩვენ ამ ჯგუფში ჩართულობა შევთავაზეთ, ასევე, პროფესიულ გაერთიანებებს, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელებს, ასევე სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო, სახალხო დამცველი და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში, თუმცა ჩვენი შეთავაზება, რომ მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ იურიდიული საკუთხთა კომიტეტში მოსმენების დროს, ძალაშია და ისინი მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფს აქვს გონივრული  ვადა, 10 დღე. 10 დღის შემდეგ, როდესაც დაადგენს სამუშაო ჯგუფი, 23 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დავიწყებთ თითოეულ კანდიდატთან ინდივიდუალურ გასაუბრებას. ჩვენ დავუგზავნეთ უკვე ინფორმაცია მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ კომიტეტის ყველა წევრს და დღეს, საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით იმ ინფორმაციას  გავასაჯაროვებთ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან დაგვეგზავნა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანდიდატების  მოსმენებს დაესწრონ და მათ კითხვები დაუსვან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics