|
2019-09-12 10:17:23, 1352 ნახვა
საზოგადოება
კანადაში, გამოფენაზე Apimondia 2019 ქართულმა თაფლმა მაღალი შეფასება დაიმსახურა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, კანადაში, კვებეკის პროვინციის ქალაქ მონრეალში გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე Apimondia 2019 ქართველ თაფლის მწარმოებლებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარმოედგინათ და 80-მდე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის გაეცნოთ. წელს, კანადაში გამართულ 46-ე გამოფენის ძირითად თემად მეფუტკრეობის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში განისაზღვრა. გამოფენა Apimondia 2019 მეფუტკრეობის დარგში უახლესი ტექნოლოგიების მიღწევებს ეძღვნება, სადაც მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ, სამეცნიერო მიმართულების ცოდნა და გამოცდილება გააზიარონ. „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“, „ქართული ტრადიციული მეღვინეობის“, „ნენას" და „Mercy Corps"-ის მიერ წარმოდგენილმა თაფლის ნიმუშებმა დარგის სპეციალისტებისა და გამოფენის სტუმრების მაღალი შეფასება დაიმსახურეს. გამოფენის ფარგლებში, მონრეალში მეფუტკრეობის საერთაშორისო კონგრესი და სიმპოზიუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი დაესწრო. სიმპოზიუმზე 7 თემატური ჯგუფი შეიქმნა; ეს ჯგუფებია: დაავადებასთან ბრძოლა; კლიმატის ცვლილებების შედეგად წარმოშობილი ახალი რეალობა; ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სიახლეები; სოფლის განვითარებაში მეფუტკრეობის როლი; მედიცინაში ფუტკრის და მისგან ნაწარმოები პროდუქტების მნიშვნელობა; ფუტკრის გენეტიკური გაუმჯობესება; პესტიციდების გავლენა ფუტკარზე. „ქართული დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ, მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად ემსჯელათ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც მსოფლიოში დარგის განვითარების მიმართულებით არსებობს. გამოფენაზე მკვლევარებმა ერთმანეთს გაუზიარეს სამეცნიერო მიმართულებით უახლესი მიღწევები, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. ჩვენთვის საამაყოა, რომ პირველად მოხდა ასეთი მასშტაბის გამოფენაზე ქართული პროდუქციის წარდგენა. მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ მსოფლიოსთვის წარედგინათ უნიკალური თვისებების მქონე ქართული თაფლი და, ამავდროულად, მიეღოთ ინფორმაცია იმ სიახლეების თემაზე, რომელთა დანერგვაც ხელს შეუწყობს ქართულ თაფლს ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა. მონრეალში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, ასევე, ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)