|
2019-09-11 13:58:30, 2051 ნახვა
საზოგადოება
„იქნები სულ ასე გაფარჩაკებული“ - კახა კალაძესა და ლევან ხაბეიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა
საკრებულოში, თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დედაქალაქის მერ კახა კალაძესა და "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. ადგილზე მისულ ლევან ხაბეიშვილს მთავრობის სხდომაზე დასწრება სურდა, თუმცა დეპუტატს ამის შესაძლებლობა არ მისცეს. როგორც ხაბეიშვილმა მოგვიანებით განაცხადა, მას მერთან სხვადასხვა შეკითხვები ჰქონდა, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა. მთავარი კითხვა, შეეხებოდა 153 ათას ლარს, რომელსაც ხაბეიშვილის მტკიცებით მერია არამიზნობრივად ხარჯავს. "153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებისთვის რატომ იხდით? გორგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ, ნორმალურია?", - მიმარტა ხაბეიშვილმა სხდომიდან გამოსულ კახა კალაძეს. ის აგრეთვე დაინტერესდა, თუ რატომ არ მისცეს სხდომაზე დასწრების უფლება. კახა კალაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს განუცხადა, რომ მას სხდომაზე დასწრების უფლება იქამდე არ ექნება, სანამ ის მთავრობის სხდომაში მონაწილე ყველა პირს ბოდიშს არ მოუხდის. ხაბეიშვილმა თბილისის მერს "კორუმპირებული" უწოდა, ამის საპასუხოდ კალაძემ ოპონენტს "გაფარჩაკებულ პოლიტიკოსად" მოიხსენია. "შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის სხდომაზე მყოფ ადამიანებს. თქვენ ვერ შემოხვალთ, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდით მთავრობის თითოეულ წევრს და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული", - განაცხადა კალაძემ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)