|
2019-09-10 19:38:03, 2240 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე რუსეთის დუმის გადაწყვეტილებაზე: საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლა არა
„საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლა არა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკაძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე, რუსეთის დუმის ქვედა პალატის სპიკერის ვეჩესლავ ვოლოდინის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, , უახლოეს სხდომაზე, დეპუტატები 1920 წელს საქართველოს მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა "გენოციდის" საკითხს განიხილავენ. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გადახედვაზე - საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლა არა. ისტორიული თემების პოლიტიკური კონიუქტურის ნიშნით გამოყენებას მივიჩნევთ ძალიან სარისკო საქმედ, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა. ჩვენი არჩევანი არის არა ახალი კონფლიქტური თემების ძიება, ან ძველი ჭრილობების გახსნა, არამედ ოსებთან და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა, ხოლო მეზობლებთან - პრობლემების მოგვარება. სხვაგვარი მოკლე პოლიტიკური ხედვა უპერსპექტივოდ და სახიფათოდ მიგვაჩნია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, 19 ივლისს ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდა ქართველების მიერ "ოსების გენოციდი" აღიაროს. ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, სახელმწიფო დუმის და ფედერალური საბჭოს სახელებზეა მომზადებული.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)