|
2019-09-10 18:57:23, 2284 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - ღიმილისმომგვრელია ენმ-ს მცდელობა, რომ საკუთარ აზრს „დოიჩე ველეს“ აზრად ასაღებდა
ღიმილისმომგვრელია ენმ-ს მცდელობა, რომ საკუთარ აზრს „დოიჩე ველეს“ აზრად ასაღებდა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „დოიჩე ველეს“ მიერ გამოქვეყებული სტატია, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „მოსკოვის კაცად“ არის წარმოჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოყენებული ბრძოლის ტრადიციული მეთოდია. „მე პირადად ვაშინგტონიდან ვაკვირდებოდი ღიმილისმომგვრელ მცდელობას „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დანაყოფების, რომ საკუთარი აზრი პრემიერის „მოსკოვის კაცობის“ შესახებ შეესაღებინათ ჩვენი საზოგადოებისათვის, თითქოს ეს „დოიჩე ველეს“ აზრია. ეს მეთოდი მათი ტრადიციული მეთოდია, ბრძოლის მეთოდია, თუმცა გაისად მოდის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და მე ვფიქრობ, რომ ამ მეთოდებით ისინი ფონს ვერ გავლენ. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, რომ მომავალში არცერთ ტყუილს უპასუხოდ არ დავტოვებდით, რასაც სამწუხაროდ, ვაკეთებდით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამიტომაც ვპასუხობ ამ დიდ ტყუილს და ვღებულობ მონაწილეობას იმ დიდ ძალისხმევაში, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავწიოთ და რომელსაც მხილება ჰქვია. როგორც ჩანს, ეს არის მათი რეაქცია იმ დიდ კრახზე, რომელსაც ყოველდღიურად განიცდიან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი შრომის, მრავალწლიანი შრომის შედეგები დავანახოთ საზოგადოებას და არ ვიყოთ კონცენტრირებული იმ ტყუილებზე, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ყიდიან“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)