2015-07-13 11:44:52, 446 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ერთ მუშტად შეკრული საქართველო, რომელიც ყველას გვეამაყება
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ერთ მუშტად შეკრული ქვეყანა, საქართველო, რომელიც ყველას გვეამაყება“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ექსპო-ჯორჯიაში“ 13 ივნისის სტიქიის ამსახველი ფოტოების გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 13 ივნისს მომხდარმა ტრაგედიამ ქართველებს სოლიდარობის და კონსოლიდაციის ძალა დაანახა.
„უმძიმესი იყო 13 ივნისი. დიდმა ტრაგედიამ, რომელიც თავს დაგვატყდა ერთიანობის, სოლიდარობის და კონსოლიდაციის ძალა დაგვანახა. ჩვენ დავინახეთ როგორ ვერთიანდებოდით ამ მძიმე წუთებში, ჩვენ უმრავი ისტორიის მომსწრენი გავხდით, რომელიც ერთი შეეხევდვით თითქოს, ჩვეულებრივი, ადამიანური და მოქალაქეობრივი იყო, მაგრამ სინამდვილეში ეს ასეულობით გმირობის მაგალითია, რომელიც აუცილებლად შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შეუძლებელია თითოეული მათგანის ჩამოთვლა, თითოეული ისტორიის მოყოლა, ზოგის სახელიც კი არ ვიცით, მაგრამ ვიცით მისი ისტორია. ვიცით, სოლიდარობის და უდიდესი თანადგომის ისტორია. იმ მძიმე წუთებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს და ჩვენი ხალხი კონსოლიდაცია, მიუხედავად იმისა,რომ ბევრ მათგანს არც კი უნდა მადლობის მოსმენა. რადგან თვლის, რომ თავის მოქალაქეობრივ მოვალეობას ასრულებდა. მე მაინც მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმ უმძიმეს დღეებში პირნათლად ასრულებდა თავის მოქალაქეობრივ მოვალეობას. პირველ რიგში მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამაშველო სამსახურს, რომ არა ამ ბიჭების თავგანწირვა მსხვერპლი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ მათ რიგებში გმირები მსახურობენ. მათ ათეულობით ჩვენი მოქალაქე გადაარჩინეს წარმოუდგენელი რისკის ფასად, მათ არც უფიქრიათ საკუთარ თავზე. სამწუხაროდ, ჩვენ დაგვეღუპა ერთი მაშველი ზურაბ მუზაშვილი. მე ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ იმ მძიმე წუთებში სამინისტრიები, მერიის უწყებები, შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებდნენ. მათ გამოავლინეს მაქსიმუმი და მაღალი პასუხისმგებლობა“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამინების ოჯახებს.
ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უწყებებს, მედიის წარმომადგენლებს, უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში იყვნენ ჩართულნი.
„დღეს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს, საგანგებო ღონისძიებათა ცენტრს, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თავდაცვის სამინისტროს და მინისტრს თინა ხედაშელს, საინჟინრო მხარდამჭერ ჯარისკაცებს. ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს, გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას, ჯადაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს, ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, კრიზისების მმართვის ცენტრს, თბილისის მერს დავით ნარმანიას, თბილისის მერიის სამსახურებს განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, რომელბმაც თავიანთი განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ტრაგედიის დღეებში განსაკუთრეებულად ამაღელვებელი იყო ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მოხალისეების სოლიდარობა. ეს მუხტი იყო გადამდები ყველასთვის“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აქვე, პრემიერმა დასძინა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტიქიით დაზარაბულებს ცხოვრების ღირსეული პირობები შეუქმნან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან