|
2015-07-13 11:42:32, 574 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტუსკი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს მოინახულებს
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხურვალეთში ჩავა და საოკუპაციო ხაზს მოინახულებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა. დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში 14 ივლისს, ბათუმში დაიწყება, სადაც ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. 15 ივლისს ვიზიტი თბილისში გაგარძელდება, სადაც შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. „ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გეგმავს საგანგებოდ ჩავიდეს ხურვალეთში საოკუპაციო ზოლის მოსანახულებლად“, - აღნიშნა დავით კერესელიძემ. ამასთან, მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც უწყების წარმომადგენლები დიპლომატებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას დეტალურად მიაწვდიან.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)