11:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 16:27:09, 2152 ნახვა

კომენტარი
„არავინ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტს“ - კახიძემ რასმუსენის ის განცხადება განმარტა, რომელმაც რეზონანსი გამოიწვია

"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სხვადასხვა მედია საშუალებებმა არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს. 

საუბარია განცხადებაზე, სადაც რასმუსენი ამბობს, რომ ქვეყანამ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს იმ პირობით, რომ მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს.

კახიძის განმარტებით, ტოტალური თავდაცვის მე-5 მუხლი აუცილებლად უნდა გავრცელდეს საქართველოს კონტროლილებად ტერიტორიაზე.

"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული ნატო-ს და ყველა ჩვენი საერტაშორისო პარტნიორის მხრიდან. ეს ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. საუბარია იმაზე, ტოტალური თავდაცვის მე-5 მუხლი აუცილებლად უნდა გავრცელდეს საქართველოს კონტროლილებად ტერიტორიაზე. ბუნებრივია იმ ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თავდაცვის მუხლის გავრცელების შემთხვევაში ეს წარმოშობს საომარი დაპირისპირების საფრთხეს ნატო-სა და რუსეთს შორის. ამაზე არასდროს ყოფილა ლაპარაკი, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლამ ომი გამოიწვიოს. ჩვენ გვჭირდება ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული, რომ იყოს ეკონომიკური სტაბილურობა, რომ წინ წავიდეთ, რასაც შემდგომში მშვიდობიანად უნდა მოჰყვეს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და რუსეთის ჯარების გაყვანა. ამიტომ, რასმუსენს არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის დეზინფორმაცია, თუ ვინმე ამ ფორმით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - განაცხადა დეპუტატმა "ტვ პირველთან" საუბარში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics