|
2019-09-10 15:28:02, 1728 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - ირმა ინაშვილის ქმედებებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება
პასუხისმგებლობა იმაზე, რაც „რუმსში“ ხდება, ხელისუფლებას ეკისრება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა „პატრიოტთა ალიანისის“ წევრის ემზარ კვიციანის ქმედებეზეც. „მე მინდა განვაცხადო, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ახლა ხდება სასტუმრო „რუმსში“ ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. რომელმაც ორიოდე დღის წინ, პარლამენტთან, ქალბატონი ინაშვილი თავს დაესხა მშვიდობიან მიტინგის მონაწილეებს, პოლიციელებს, პანჩურები ურტყა და ძირს დააგდო მშვიდობიანი დემონსტრანტები და ემუქრებოდა მათ ფიზიკური გასწორებით, არანაირი ზომები არ გატარდა მასთან მიმართებაში. ეს იყო პირდაპირი სიგნალი, რომ მსგავსი ქმედება „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების მხრიდან არის მისაღები ხელისუფლებისთვის და იმაზე, რაც დღეს ხდება სასტუმრო „რუმსში“, პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, ისევე როგორც უშაუალოდ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?” ხმაური იყო. თავდაპირველად ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტელეკომპანია „ობიექტივის“ ერთ-ერთი ჟურნალისტი გიორგი კასრაძე დაინტერესდა, რატომ არ მიიწვიეს კონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები. ჟურნალისტმა ასევე მედიაში გავრცელებული ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება გააკრიტიკა, რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ არასწორად იყო ნათარგმნი. ამის შემდეგ, ადგილზე „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც კვლავ ხმაური მოჰყვა. დეპუტატმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ აქვს პარლამენტის წევრს კონფერენციაზე დასწრების უფლება. ამასთან, დეპუტატი ამერიკელ მკვლევარსა და ყოფილ დიპლომატს დევიდ კრამერის დაუპირისპირდა. კონფერენციაზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ჟურნალისტი ადგილიდან გაიყვანა. ორგანიზატორებმა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდეს პარლამენტის წევრსაც.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)