|
2019-09-10 14:26:54, 1477 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი აშშ-ისა და საფრანგეთის დელეგაციებს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის ტეხასის შტატის დელეგაციას, ასევე საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საექსპორტო პოტენციალი და აშშ-ის ბაზარზე მისი რეალიზაციის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ და ყურადღება ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან უწყვეტ ისტორიაზე გაამახვილა. მინისტრმა დელეგაციის წევრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის და ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში დაცული ქართული ვაზის 500 ენდემური ჯიშის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. შესაბამისად, თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შედის და სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ პროცესის გაცნობა. იმედი მაქვს, რომ ქართველ მწარმოებლებსა და ამერიკულ კომპანიებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა და უახლოეს მომავალში, აშშ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემსყიდველი გახდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კომპანიის „FRONTERA RESOURCES“ დამფუძნებლის, სტივ ნიკანდროსის განცხადებით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც სავაჭრო შესაძლებლობების კუთხით, წარმატების დიდი რესურსი გააჩნია. ფრანგული კომპანია „დისტილერი ტესანდიე ე ფის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ყურადღება ქართული ღვინის ხარისხზე და საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა. როგორც ფრანგული კომპანიის გენერალურმა დირექტორს, ჟერომ ტესანდიემ აღნიშნა, კომპანია ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიასთან „ბოლერო ჯგუფი“ 25 წლიანი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში კაკლოვანი კულტურების, მესაქონლეობის, ტყის მდგრადი განვითარებისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და მათ მნიშვნელობას. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის და საფრანგეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჰოლდინგის, „ბოლერო ჯგუფის“ ორგანიზებით განხორციელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)