|
2019-09-10 13:39:05, 1910 ნახვა
პოლიტიკა
რასმუსენი - 2008 წელს არასწორად მოვიქეცით, საქართველოსთვის მაპ-ი უნდა მიგვენიჭებინა
ვფიქრობ, რომ 2008 წელს ჩვენ არასწორად მოვიქეცით, უნდა მიგვენიჭებინა საქართველოსა და უკრაინისივის მაპ-ი, პუტინს არასწორი გზავნილი გავუგზავნეთ, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. როგორც რასმუსენმა აღნიშნა, ბუქარესტის სამიტამდე საქართველოსთვის ნატო-ში წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი განხილულ იქნა. „ბუქარესტის სამიტამდე ჩვენ განვიხილავდით, მიგვეცა თუ არა მაპ-ი საქართველოსა და უკრაინისთვს. ჩვენ ვერ მივაღწიეთ საჭირო მხარდაჭერას ამისთვის. როგორც იცით, ნატო-ში გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ერთხმად ხდება, ხოლო საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებასთან დაკავშირებით იყო გარკვეული წინააღმდეგობა. ამის ნაცვლად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი. ეს გზავნილი უფრო ძლიერია, რადგან წევრობის სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს გარანტიას, რომ თქვენ გახდებით წევრი. თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან წევრები. ახლა ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებზე მუშაობას ამ კომისიების ფარგლებში და ეს პროცესი კარგად მიდის. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ 2008 წელს ჩვენ არასწორად მოვიქეცით. მე მხარს ვუჭერდი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ეს. ვფიქრობ, ჩვენ გავუგზავნეთ არასწორი გზავნილი პუტინს. ეს იყო მერყეობის, სიმტკიცის ნაკლებობის გზავნილი და მან გამოიყენა ეს სიტუაცია. მე ვხედავ მკაფიო კავშირს 2008 წლის აპრილის სამიტზე ნატო-ს მერყეობასა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმას შორის. მას სურდა მკაფიო გზავნილის გაგზავნა საქართველოსა და ნატოსთვის – ნუ ჩაერევით ჩვენს სამეზობლოში. ასე რომ ვფიქრობთ, ჩვენ შეგვეძლო ამის თავიდან აცილება, საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებით. თუმცა ეს არ გავაკეთეთ“, - განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა. მისივე განცხადებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრი გახდებიან, ისევ ძალაშია. ამასთან, რასმუსენის მტკიცებით, საქართველომ არჩეული კურსი უნდა შეინარჩუნოს.
ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)