08:06 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 12:38:15, 1672 ნახვა

საზოგადოება
„აირჩიე ბათუმი“ - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის რეგიონის პოპულარიზაციას აგრძელებს

  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ერთთვიანი ინტერნეტკამპანია „აირჩიებათუმი“ ულამაზესი ვიდეორგოლით სრულდება.  კლიპში, რომელიც ინტერნეტსივრცეში დღეს გავრცელდა, 15-ვე პერსონაჟი ერთადაა თავმოყრილი. ვიდეორგოლებში 15 ცნობილი ქართველი მსახიობი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოხელოვანი, მომღერალი, მწერალი, შოუმენი და მოდელი აჭარის სხვადასხვა საზღვაო კურორტთან/ტურისტულ ადგილთან დაკავშირებით თავიანთ ემოციებს იხსნებს და ადამიანებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს. კამპანია აგვისტოდან დაიწყო და მას სოციალურ ქსელში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. (კამპანიის ვიდეორგოლების ნახვა მსურველებს შემდეგ ლინკზე შეუძლიათ - http://airchie.gobatumi.com/).

შიდა ტურისტების მოზიდვის მიზნით რეგიონის პოპულარიზაცია, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გარე, ონლაინ და რადიო რეკლამების სახით.  აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების საიმიჯო ფოტოებით დაბრენდილი ბილბორდები, ავტოგაჩერებები და მეტროგაჩერებები დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს ივნისიდან ამშვენებს. აჭარის საიმიჯო ვიდეო/აუდიო რეკლამა კინოთეატრებსა და რადიოსადგურებშიც ტრიალებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას ქვეყნის მასშტაბით სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს. რაც შეეხება, აჭარის პოპულარიზაციას უცხოეთში, რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს სამიზნე ქვეყნებში წლის ბოლომდე გაეცნობიან.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics