|
2019-09-09 15:29:08, 2399 ნახვა
პოლიტიკა
ბრაიზა - მსმენია, რომ გახარია ეფექტური მენეჯერია, მაგრამ ივნისის შემდეგ მისი გაპრემიერება პროვოკაციული ნაბიჯია
„მსმენია, რომ გიორგი გახარია ეფექტური მენეჯერია, მაგრამ ვინც თვალყურს ადევნებს საქართველოში ივნისის შემდეგ მოვლენებს, აცნობიერებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მეთიუ ბრაიზა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას. როგორც ბრაიაზამ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხში ამერიკის მხარე ჩართული არ ყოფილა. „მე არასდროს შევხვედრივარ მას, მაგრამ მსმენია, რომ ის ეფექტური მენეჯერია და კარგად გაართმევს მთავრობის მართვას თავს ყოველდღიურობაში, მაგრამ ნებისმიერი, ვინც ადევნებს თვალყურს საქართველოში ივნისის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს, აცნობიერებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი. ადამიანები პარლამენტის წინ, შესაძლოა, არაა დიდი რაოდენობა, მაგრამ ისინი სარგებლობენ საკუთარი შეკრების, გამოხატვის უფლებით და მათთვის ეს მიუღებელია, რომ ყოფილი შს მინისტრი გახდა პრემიერ-მინისტრი. მაგრამ ამ საკითხში აშშ არ არის ჩართული. ბევრი ამბობს, რომ ჩვენ გვქონდა გარკევული როლი „ვარდების რევოლუციაში“, მაგრამ - არა. როდესაც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ცვლილებები, ჩვენ მათ მხარი დავუჭირეთ“, - განაცხადა ბრაიზამ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)