|
2019-09-09 15:15:53, 5829 ნახვა
მსოფლიო
ირანში 11 წლის გოგონა 22 წლის კაცზე გაათხოვეს video
ირანელი ჟურნალისტი მასიჰ ანილეჟადი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ შემზარავ ვიდეოს ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ ვიდეო საქორწინო წვეულებაზეა გადაღებული. სტუმრები მღერიან, ცეკვავენ და ახლადდაქორწინებულებს ტაშს უკრავენ. შემდეგ კამერა ქორწილის მთავარ ფიგურანტებს გვიჩვენებს და ნათელი ხდება, რომ პატარძალი 11 წლის გოგონაა, რომელსაც ზრდასრულ მამაკაცზე ათხოვებენ. ანილეჟადის თქმით, ირანული კანონებით, ოჯახს 13 წლის გოგონას გათხოვება შეუძლია. მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით კადრებს, დავინახავთ, რომ გოგონა 13 წლის სულაც არ არის. სოციალურ ქსელში ვიდეოს გავრცელების შემდეგ აღნიშნული ფაქტით ირანის სამართალდამცავები დაინტერესდნენ, დაიწყო გამოძიება და სასამართლომ, რომელსაც საქმე გადაეგზავნა ქორწინება ბათილად სცნო, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ მიცემულა. მეტიც, სასამართლოს ბრძანებით, რომელიც გოგონას მშობლებს ამცნეს, ისინი ბავშვის გათხოვებას 2 წელიწადში შეძლებენ, ანუ როცა გოგონას 13 წელი შეუსრულდება. სპარსი ჟურნალისტი ბაბაქ თაგვეია წერს, რომ პატარძალი 11 წლის არ ყოფილა. მისი თქმით, სინამდვილეში გოგონა 9 წლის და მისი (უკვე ყოფილი) "ქმარი" 28 წლის მამაკაცია. მისი სახელი ბასიჯია და იგი სახალხო წინააღმდეგობის წევრი გახლავთ. ეუთო-ს სპეციალური დასკვნის მიხედვით , 2012-2013 წლებში ირანში 40 635 15 წლამდე გოგონა გაათხოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)