14:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 19:34:48, 2935 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მოსმენის რეჟიმში ვიქნებით

ჩვენ ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მეტი მოსმენის რეჟიმში ვიქნებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელსაც არაერთხელ გაესვა ხაზი ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში. 

როგორც მან აღნიშნა, ბიზნესი არის ქართული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მომავალში მეტი აქცენტი გაკეთდება სწორედ ბიზნესთან დიალოგზე. ფინანსთა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის ფუნქციონირების ეფექტურობაზე.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ შევდივართ დინამიკის აბსოლუტურ სხვა ფაზაში, როდესაც, როგორც გადაწყვეტილებების მიღება, ასევე, მათი აღსრულება გაცილებით სწრაფად მოხდება, გაცილებით უფრო სწრაფი იქნება ტემპი და ჩვენ ყველანი ამის მოწმე გავხდებით ძალიან მალე. თქვენ იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ პრაქტიკულად, ყველა რეიტინგში ვაუმჯობესებთ შედეგებს, ბიზნესგარემო, საინვესტიციო კლიმატი ასევე უმჯობესდებოდა ქვეყანაში და რასაკვირველია, ეს ხელისუფლების დამსახურება იყო. თუმცა, ბიუროკრატიულ აპარატში, ბიუროკრატიულ სისტემაში გადაწყვეტილებების მიღების დინამიკა და მათი აღსრულება, მუდმივ დახვეწასა და მუდმივ გაუმჯობესებას საჭიროებს.  შესაბამისად, მჯერა რომ ჩვენ შევდივართ გაცილებით უფრო აქტიურ ფაზაში ამ ნაწილში", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში იწყება საბიუჯეტო პროცესი, რომლის დროსაც მას ექნება საშუალება დეტალურად ისაუბროს 2020 წლის გეგმებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics